Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ბიბლიოთეკის სიახლეები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2020 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ბიბლიოთეკის სიახლეები ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა 20/01/2020

20 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ფოლკლორის დარბაზი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის" დამაარსებელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების წარმომადგენლები. ფოლკლორის დარბაზის მნიშვნელობაზე ისაუბრა ანზორ ერქომაიშვილმა.

დარბაზის სარესტავრაციო სამუშაოები ფონდ „ქართული გალობის" ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც აღადგინეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით.

ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები. აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერსებული პირებისთვის კი მათთვის სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.

ფონდი „ქართული გალობა" 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათ განვითარება-პოპულარიზაციასა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ საქმეში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობისთვის სტიმულის მიცემას. ფოლკლორის დარბაზის გახსნაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

ღონისძიებაზე ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულეს გალობის უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლმა და ანსამბლმა „შილდამ".

ღონისძიება მეღვინეობა „შილდას" მხარდაჭერით გაიმართა.

დარბაზი იმუშავებს ყოველდღე 9:30-18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

 

 

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი გალერეა © 2020 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2020 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок