Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ბიბლიოთეკის სიახლეები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2020 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ბიბლიოთეკის სიახლეები ეროვნული ბიბლიოთეკა კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს 21/03/2020

ძვირფასო მკითხველებო, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღსაკვეთად, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით,  კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, ეროვნული ბიბლიოთეკა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. 

21 აპრილამდე ბიბლიოთეკა წყვეტს მკითხველთა ადგილზე მომსახურებას და  დაგეგმილ ყველა ღონისძიებას. ადმინისტრაცია კი აგრძელებს მუშაობას.

გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენი საიტის სიახლეებს და დამატებით ინფორმაციას.

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დისტანციური მომსახურება

ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსები, რომლებზეც სახლიდან გაუსვლელად გაქვთ წვდომა:

ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს უამრავი ონლაინ მასალა ყველა ასაკისათვის.

აღმოაჩინეთ ჩვენი ციფრული რესურსების ფართო სპექტრი, რომელთან წვდომა საშუალებას გაძლევთ, არამარტო წაიკითხოთ წიგნები ჟურნალები გაზეთები ნოტები,  არამედ მოუსმინოთ აუდიომასალებს , დაათვალიეროთ ფოტოები პლაკატები ეტიკეტები და სამარკო ნიშნები , გაეცნოთ ხელნაწერებს და საარქივო ფონდის სხვა იშვიათ დოკუმენტებს.

შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულ ლექსიკონებს და ბიოგრაფიულ ცნობარებს.

შეგიძლიათ ეწვიოთ   საქართველოს და მსოფლიოს ელექტრონულ ბიბლიოთეკებს .

ესტუმრეთ ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ვირტუალური გამოფენას.

დამატებითი კითხვებისთვის  დაგვიკავშირდით ეროვნული ბიბლიოთეკის ფეისბუკის გვერდზე .

 

აქტუალური და განახლებადი ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ

StopCov.ge - კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენცია; NCDC - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრძანებები და რეკომენდაციები ახალი კორონა ვირუსის (COVID - 19) შესახებ; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო მასალა COVID-19 -ის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი -112 ; CoronavirusUpdate - მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკან ონლაინ რეჟიმში; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია . Finding the evidence: Coronavirus  - ეს გვერდი  ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (PHE ) ცოდნისა და საბიბლიოთეკო სერვისების ჯგუფმა (KLS) ახალი კორონავირუსის დაავადებაზე მომუშავეებისთვის შექმნა, რათა  მათ ყოველდღიურ პრაქტიკაში  საფუძვლიანი გადაწყვეტილებების  მიღების დანერგვაში დაეხმაროს. გვერდზე მითითებულია ღია დაშვების რესურსები, რომლებიც  სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის, კატასტროფის შესახებ ინფორმაციის მართვის კვლევის ცენტრის, ერასმუს MC, კემბრიჯის უნივერსიტეტის, ბედფორდის ვეტერანთა საქმეების სამედიცინო ცენტრის, Evidence Aid, Icahn Medical School at Sinai Mount მიერ შეიქმნა.

 

 

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი გალერეა © 2020 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2020 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок