Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ბიბლიოთეკის სიახლეები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2019 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ბიბლიოთეკის სიახლეები ვახტანგის სტამბის წიგნების გამოფენა ბუქარესტში 08/10/2019

8 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ანთიმოზ ივერიელის ქალაქში, რუმინეთის ბოლო მეფის სასახლეში, რუმინეთის ეროვნული მუზეუმის მთავარ დარბაზში ვახტანგ მეექვსის სტამბის ყველა გამოცემა გამოიფინება

„ეს დღე დიდი დღეა საქართველოსთვის. დღემდე ასეთი რამ ძველნაბეჭდი ქართული წიგნის დაფასების მხრივ არ მომხდარა. ბუქარესტის ცენტრში, ანთიმოზის, ქართული სტამბის ჩუმი დამფუძნებლის, ქალაქში გამოიფინება ქართული ძველნაბეჭდი წიგნები. ყველა ეს გამოცემა საქართველოდან ჩავიტანეთ. ჩავიტანეთ ეროვნული ბიბლიოთეკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემები. მათ დაემატა რუმინეთში დაცული ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი გამოცემები. ისინი ერთ საგამოფენო სივრცეშია განთავსებული. რუმინეთში საქართველოს საელჩოს მიერ დამზადებული საგამოფენო სტენდები და საელჩოს მიერვე შეგროვებული "ვეფხისტყაოსნის" რუმინული გამოცემები ამ გამოფენას ერთ საერთო ფონს აძლევს," - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.  

გამოფენის მოწყობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს საელჩოს რუმინეთში და  ელჩს, ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს.

 

 

 

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი © 2019 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2019 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок