Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ბიბლიოთეკის სიახლეები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2020 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ბიბლიოთეკის სიახლეები გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი გურამ თაყნიაშვილი 23/03/2020

გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსი ბატონი გურამ თაყნიაშვილი.

განუზომელია ბატონი გურამის დამსახურება საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისა და სპეციალისტების აღზრდის საქმეში. ბატონმა გურამმა ბიბლოთეკარების მთელი თაობა აღზარდა. პრაქტიკულად, არ არსებობს საქართველოს არცერთი ბიბლიოთეკა, სადაც მას არ იცნობდნენ და პატივს არ სცემდნენ. ბატონი გურამი ხელმძღვანელობდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ჟურნალის „საქართველოს ბიბლიოთეკა" გამოცემას. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ბიბლიოთეკების ცხოვრებაში, უწევდა კონსულტაციებს კოლეგებს და დაუღალავად იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისა და ბიბლიოთეკარის პროფესიის პოპულარიზაციისთვის.

ბატონი გურამი განეკუთვნებოდა იმ იშვიათი ადამიანების კატეგორიას, რომლებმაც საკუთარი მოწოდება და ვნება ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინეს. ბატონი გურამი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა ამ მოწოდებას და კოლეგებს, საქართველოს საბიბლიოთეკო საზოგადოებას, საკუთარი საქმიანობით მოგვცა მოქალაქეობის, პროფესიისადმი ერთგულების საუკეთესო მაგალითი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი თანამშრომლის, გურამ თაყნიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი გალერეა © 2020 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2020 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок