Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - გამოფენები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2020 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია გამოფენები დამოუკიდებლობის დარბაზის ექსპოზიცია 28/05/2019

2018 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილეს მიეძღვნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზი სრულად აღადგენს 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებს. ეპოქას აცოცხლებს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა: ქართული ლეგიონის თამარ მეფის სამახსოვრო ნიშანი და სიგელი (ორიგინალები); საქართველოს 1918-1921 წლების კონსტიტუციის (ის 1921 წლის 21 თებერვალს ბათუმში გამოიცა) გამოცემის ერთადერთი ეგზემპლარი; საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონები; საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები; ქართული სიმბოლიკის (ჰიმნის ტექსტი, გერბი) ორიგინალები; დამოუკიდებლობის აქტის სამუშაო ვერსიები; 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების მიერ ხელახლა დამტკიცებული დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალი; 1918-1921 წლების საქართველოს მოქალაქის პასპორტი; დამფუძნებელ კრებაზე დასასწრები ბარათი; საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობა; 1903, 1918, 1919, 1921 წლებში გამოცემული საქართველოს რუკები, ხელნაწერები და საარქივო მასალები. ასევე გამოფენილია 1918-1921 წლების კულტურული ცხოვრების ამსახველი პანორამა.

დარბაზში წარმოდგენილია საბჭოთა ეპოქის ამსახველი ფოტომასალაც (კინოს, თეატრის, მუსიკის, სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოები). ექსპოზიცია დარბაზში დამონტაჟებულ სიმბოლურ წითელ გვირაბზეა განთავსებული.

ასევე წარმოდგენილია 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოები.

ამდენად, ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზი დამთვალიერებელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან (1918-1921) მის აღდგენამდე (1990-იან წლებამდე) პერიოდის შესახებ სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის. ექსპოზიცია მუდმივმოქმედია და მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს უფასოდ.

 

 

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი გალერეა © 2020 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2020 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок