Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - გამოფენები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2019 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია გამოფენები „წიგნები საქართველოზე“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში 27/05/2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გამოფენა „წიგნები საქართველოზე" გაიმართა. 750-მდე უცხოენოვანი გამოცემა, რომელიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო ქვეყნის პავილიონში იყო გამოფენილი, ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა გადასცა. ეს კოლექცია მოგვიანებით ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდში იქნება დაცული.

ამ ფონდის 300-ზე მეტი უცხოენოვანი გამოცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითაა გამოცემული. 30 ენაზე თარგმნილი 250-მდე ქართველი ავტორის შემოქმედება 155 უცხოელმა გამომცემელმა ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცა. მათ შორისაა ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის თარგმანები (პროზა, პოეზია, დოკუმენტალისტიკა, ილუსტრირებული წიგნები, Art Book-ები, საბავშვო/საყმაწვილო და სახელოვნებო ლიტერატურა), როგორც თანამედროვე, ისე ძველი ქართული ლიტერატურა, ჰაგიოგრაფია, ფოტოწიგნები, გამოცემები ქართულ კულინარიაზე, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე, ფოლკლორზე, საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე და სხვა. კოლექცია ასევე მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამოუკიდებელი უცხოელი გამომცემლების მიერ ქართული ლიტერატურისა და ზოგადად საქართველოზე გამოცემულ წიგნებს.

"ეროვნული ბიბლიოთეკა უმნიშვნელოვანესი ფონდით გამდიდრდა. წიგნის ცენტრმა ბოლო პერიოდის უმთავრესი კულტურული ფორუმის, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი 750 უცხოურ ენაზე გამოცემული ქართული წიგნი გადმოგვცა. მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფრანკფურტის პავილიონის მცირე მაკეტი მოეწყობა და ამ გამოცემებთან ერთად მუდმივმოქმედ გამოფენას შემოგთავაზებთ"- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე მიხაელ ფაბრი და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე.

 

 

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი © 2019 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2019 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок