Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2020 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ღონისძიებები საჯარო ლექცია "კრიზისული შემთხვევების სტრესის დაძლევა აშშ-ს პოლიციის მაგალითზე" 29/11/2019

ძვირფასო მკითხველებო,


29 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი გიწვევთ ამერიკელი გამომძიებელის, უსაფრთხოებისა და სისხლის სამართლის საკითხების ექსპერტის, ლუის ანტონიო კოლონის საჯარო ლექციაზე "კრიზისული შემთხვევების სტრესის დაძლევა ამერიკის პოლიციის მუშაობის მაგალითზე".
ლექციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა შემთხვევები ჩვენი სტუმრის საქმიანობის გამოცდილებიდან, ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია, ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების დაძლევა და პრევენცია, ამერიკის პოლიციის მუშაობის ჩვენთვის უცნობი მეთოდები, მსხვერპლთა დაცვისა და სტრესის მართვის პრაქტიკა, განსაკუთრებული საქმეების გახსნის მაგალითები და სხვა ისტორიები...


ჩვენი სტუმარია ლუის ანტონიო კოლონი, რომელიც უკვე 21 წლის განმავლობაში მუშაობს უსაფრთხოებისა და სისხლის სამართლის საკითხებზე. ის უსაფრთხოების ისეთ ძირითადი პრინციპებზე მუშაობს, როგორიც არის უსაფრთხო მოგზაურობა, რისკების მენეჯმენტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ბიზნესმენებისა და კერძო პირებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის გარემოში ცხოვრობენ და მუშაობენ, ბავშვთა დაცვა ოჯახური და საზოგადო ძალადობისგან.
ყოფილი საზღვაო ოფიცერი და პოლიციელი რამდენიმე ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, მიღებული აქვს მედალი ქვეყნის სამსახურში შეტანილი წვლილისთვის და 4 მედალი სამხედრო საზღვაო საქმიანობისთვის, წლის მეზღვაურის წოდება განსაკუთრებული შემთხვევების სამხედრო გემზე მსახურებისთვის. სამხედრო საქმიანობის დასრულების შემდეგ, ლუისი თანამშრომლობდა კორპორაციული უსაფრთხოების საკითხებზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც არის „მარიოტ ინთერნეშენალი", „ნორზროპ შიპიარდი", სურის ატომური ელექტროსადგური და სხვა. ამჟამად ერთერთი სამედიცინო კომპანიის "გრეი ვოლფ ენთერპრაიზის" ვიცე-პრეზიდენტია.
პორტსმუთის პოლიციის დეპარტამენტში საქმიანობისას, ლუის ანტონიო კოლონი დაჯილდოვდა „მედლით სიმამაცისთვის" და მთავარი კრიმინალური განყოფილების გამორჩეული თანამშრომლის წოდებით.
პოლიციაში მისი საქმიანობის პროფილი იყო ოჯახური ძალადობა, მკვლელობების გამოძიება, გაუხსნელი საქმეები, დაკითხვა და გამოძიება, მძევლების გამოხსნა, კრიზისული შემთხვევების სტრესის დაძლევა და კრიმინალური ექსპერტიზა. ჩვენი დღევანდელი სტუმრის ერთერთი მასწავლებელი იყო ცნობილი კრიმინოლოგი, პროფესორი ბილ ბასი, რომელიც კრიმინალური ექსპერტიზის საკითხებზე მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორია. ლუის კოლონი მრავალი წელი იკვლევდა განსაკუთრებული ძალადობის მსხვერპლთა საქმეებს, ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის საკითხებს. ის ძალადობის მსხვერპლებს პოსტტრავმული სტრესის დაძლევაში ეხმარებოდა, რაც ამერიკის პოლიციაში თანამედროვე მეთოდებით ხორციელდება. მოგვიანებით, ლუისი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ორგანიზაციის კრიმინალური სამართლის სამსახურის ჩამოყალიბებაში და კრიმინალის გამოძიების საკითხებს ასწავლიდა. ლუის ანტონიო კოლონი ასევე გახლავთ ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის ინსტრუქტორი, რომელიც ინდივიდებისა და ჯგუფებისთვის პირველად სამედიცინო დახმარებას, სამოქალაქო თავდაცვას, ბავშვთა და მოზარდთა პირველადი დახმარების ტრენინგებს ხელმძღვანელობს.


დასწრება ყველასთვის თავისუფალია! 

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი გალერეა © 2020 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2020 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок