Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - სამკითხველო დარბაზები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2019 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია სამკითხველო დარბაზები ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა შვიდ შენობაშია განთავსებული. ამ შენობათაგან სამი ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს და სწორედ ამ ისტორიულ შენობებში მდებარე 18 სამკითხველო დარბაზში ხდება მკითხველის მომსახურება. ეროვნული ბიბლიოთეკიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის სახლში გატანა არ ხდება, გარდა ჰუმბოლდტის გერმანულენოვანი სამკითხველო დარბაზისა. ბიბლიოთეკის ფონდები და მასალები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ბეჭდური მასალის ასლის გადაღებით, სკანერის აპარატით, რისთვისაც  უნდა მიმართოთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს. ასლის გადაღებისას მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. საარქივო მასალებისა და იშვიათ გამოცემათა ფოტოასლებისა და ასლების გადაღება ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის ნებართვით.

ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა  სამკითხველო დარბაზში  ინტერნეტში თავისუფალი დაშვება უზრუნველყოფილია უკაბელო Wireless ტექნოლოგიის მეშვეობით.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ღიაა 9:30-20:00 საათამდე და მუშაობს ყოველდღე გარდა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო  უქმე დღეებისა .  

იხილე ასევე

სამკითხველო დარბაზების სამუშაო საათები
სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესები I კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5 I კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5 ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი მდებარეობს თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან და ეროვნულ მუზეუმთან მიმდებარედ, ლადო გუდიაშვილისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების კუთხეში. ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში განთავსებული დიმიტრი ყიფიანის სახელობის საერთო დარბაზი, სერგი მესხის სახელობის პერიოდულ გამოცემათა დარბაზი, ივანე მაჩაბელის სახელობის სამეცნიერო დარბაზი, სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილია.  ფუნქციონირებს შემდეგი სამკითხველო დარბაზები: იშვიათ გამოცემათა განყოფილების სამკითხველო დარბაზი და წიგნის მუზეუმი ჰენრიხ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნებისა და პოლონური ლიტერატურის დარბაზი

 

II კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5 II კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5 ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა ლადო გუდიაშვილის და ანტონ ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე მდებარეობს, რომელიც ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს. მეორე სართულზე, სამოქალაქო განათლების სამკითხველო დარბაზის მიმდებარედ, შეგიძლიათ დაამზადებინოთ ბეჭდური მასალის ქსერო ან სკანირებული ასლები, რისთვისაც მიმართეთ დარბაზის თანამშრომელს.

სამკითხველო დარბაზები

მერაბ მამარდაშვილის სახელობის სამოქალაქო განათლების სამკითხველო დარბაზი პერიოდულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი ქართული ემიგრაციის დარბაზი

 

III კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7 III კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7 ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის შენობა ლადო გუდიაშვილის და ანტონ ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე მდებარეობს. კორპუსის მცირე ნაწილს ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია იკავებს, რის გამოც მას ადმინისტრაციულ კორპუსადაც მოიხსენიებენ. შენობის შიდა ეზოში (მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში) შეგიძლიათ შეისვენოთ და მობილური აუდიო ბიბლიოთეკის საშუალებით მოუსმინოთ სასურველ აუდიომასალას.

სამკითხველო დარბაზები

საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება და სამკითხველო დარბაზი ქართველოლოგიის განყოფილება და სამკითხველო დარბაზი ორიენტალისტიკის სამკითხველო დარბაზი ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება და „ლიბერთი" დარბაზი სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება და სამკითხველო ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი ვილჰელმ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის ბიბლიოთეკა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა ღვინისა და ვაზის ბიბლიოთეკა

დამატებით იხილე

მობილური აუდიო ბიბლიოთეკა VI კორპუსი, მისამართი: ცინცაძის ქ. 63 VI კორპუსი, მისამართი: ცინცაძის ქ. 63ეროვნული ბიბლიოთეკის მექვსე კორპუსის შენობა (ყოფილი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატა) ამჟამად ვახტანგ VI-ის სახელს ატარებს და მდებარეობს ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე. VI კორპუსში ეროვნული ბიბლიოგრაფიის უნიკალური ფონდი, ქართული ნაბეჭდი ერთეულის უძვირფასესი კოლექციაა განთავსებული.

 

კარტოგრაფიულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზი

დამატებით იხილე

ბიბლიოთეკის შენობების ადგილმდებარეობა ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი © 2019 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2019 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок