Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ISBN, ISMN, ISSN საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2019 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ISBN, ISMN, ISSN

ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრები

ISBN, ISMN და ISSN მსოფლიოში ცნობილია, როგორც მექანიკურად საკითხავი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შეუცდომლად ახასიათებს ნებისმიერ წიგნს, მუსიკალურ და პერიოდულ გამოცემას. ISBN, ISMN და ISSN არის საფუძველი ნაბეჭდ ერთეულთა სექტორის სამი შემადგენელი კომპონენტის ურთიერთკავშირისათვის - გამომცემლობითი, სავაჭრო და ბიბლიოთეკური. ნომერი ენიჭება ყოველ ცალკეულ გამოცემას და მათი საშუალებით ხდება შეკვეთისა და დისტრიბუციის სისრულეში მოყვანა. ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საშუალებით იოლად მოიძებნება ინფორმაცია სასურველი ნაბეჭდი ერთეულის შესახებ.

ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება:

გასცემს ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემისა და ISSN სერიული გამოცემის საერთაშორისო სტანდარტულ ნომრებს გამომცემლობებზე და ავტორ-გამომცემლებზე;ახორციელებს კონტროლს საერთაშორისო სტანდარტული ნომრის მინიჭებასა და შენარჩუნებაზე;

გამომცემლობები და ავტორ-გამომცემლები ვალდებულნი არიან,  მიანიჭონ საერთაშორისო სტანდარტული ნომრები მათ მიერ გამოცემულ თითოეულ ნაბეჭდ ერთეულს, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ჩართვა გამომცემელთა საერთაშორისო ცნობარში. 
საერთაშორისო სტანდარტული ნომრები ლეგალურს, კანონიერს ხდის თვით გამავრცელებლის საქმიანობას. 
გამომცემლობები და ავტორ-გამომცემლები ვალდებულნი არიან გადასცენ გამოცემის ოთხი ეგზემპლარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ISBN

ISBN –ის ( წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ლონდონში.

ISMN

ISMN –ის (მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ბერლინში.

 

ISSN

ISSN –ის (სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) ცენტრი მდებარეობს პარიზში.


სამუშაო საათები: 09.30 : 18.00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5, I კორპუსი, I სართული
ტელ.: +(995 32) 297 16 32;
ტელ.: +(995 32) 297 16 31.
ელ.ფოსტა: nsimonishvili@nplg.gov.ge
 (ISBN,ISMN);
ელ.ფოსტა: mkenchoshvili@nplg.gov.ge
 (ISSN)

ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილების ვებგვერდი

 

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი © 2019 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2019 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок