Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ხშირად დასმული კითხვები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2020 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ხშირად დასმული კითხვები სერვისები საინფორმაციო მომსახურება ექსკურსიები და ღონისძიებები რა არის საჭირო ბიბლიოთეკაში რეგისტრაციისათვის?

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში  უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ადგილზე შეავსებთ სარეგისტრაციო ბარათს და გადაიღებთ ფოტოს. მომსახურება უფასოა.

მაინტერესებს ინახება თუ არა ბიბლიოთეკაში გაზეთ "სიტყვა და საქმის"(კვირის პალიტრის დამატება) ნომრები და თუ ინახება შენახულია თუ არა ყველა გამოსული ნომერი, მაგალითად 2005 წლიდან დღემდე. და რა არის საჭირო ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებისათვის?

გაზეთ "სიტყვა და საქმის"(კვირის პალიტრის დამატება) ბიბლიოთეკაში ინახება 1997 წლიდან. ნომრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :  ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებისათვის საჭიროა მხოლოდ მოქალაქის პირადობის მოწმობით მისვლა მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში.

შეიძლება თუ არა წიგნის გამოწერა ინტერნეტიდან? და როგორ?

ეროვნულ ბიბლიოთეკაში სერვისი - წიგნის გამოწერა, წიგნის დაჯავშნა ინტერნეტით ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. წიგნის გამოსაწერად უნდა მობრძანდეთ ბიბლიოთეკაში.

ელექტრონულ კატალოგში ვნახე წიგნი, ვერაფრით ვერ გავხსენი რომ წავიკითხო. როგორ გავხსნა სრული ტექსტი ან გადმოვწერო?

ელექტრონულ კატალოგში მოძიებული წიგნების უმეტესობა არ არის გაციფრულებული და შეგიძლიათ  მხოლოდ  ბეჭდურ ფორმატში წაიკითხოთ  ბიბლიოთეკაში. თუ სასურველი წიგნის მოძიებისას, არ არის მითითებული ბმული წარწერით "ვებსაიტი" ან "სრული ტექსტი", წიგნის სრული ტექსტ არ გაიხსნება. გაციფრულებული გამოცემები, სრული ტექსტები გადმოწერის საშუალებით კი, ეძებეთ აქ:  http://dspace.nplg.gov.ge/?locale=ka  და    http://www.nplg.gov.ge/gsdl

მაინტერესებს ბიოგრაფიები როგორ ვნახო? შეგიძლიათ ბმული მომწეროთ?

ბიბლიოთეკის ვებ საიტზე განთავსებულია ქართველი ავტორების, ექიმების, სპორტსმენების, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების და სხვა გამოჩენილი პიროვნებების ბიოგრაფიული ცნობარები

წიგნის გამოტანა მინდა და პირადობის გარდა რა მჭირდება?

ეროვნული ბიბლიოთეკიდან წიგნის სახლში გატანა არ ხდება, გარდა ჰუმბოლდტის გერმანულენოვანი სამკითხველო დარბაზისა.  ბიბლიოთეკის ფონდები და მასალები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში.

გთხოვთ, მიპასუხოთ, არის თუ არა თქვენთან შესაძლებელი არასრულწლოვანთათვის მკითხველის ბილეთის გაცემა?

მკითხველის ბილეთი გაიცემა 14 წლის ასაკიდან. საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ საბუთი. მისი არქონის შემთხვევაში,  ბიბლიოთეკაში რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა და ერთ–ერთი მშობლის პირადობის მოწმობა . დამატებითი შეკითხვებისთთვის მიმართეთ:  მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას  ტელ.:  +(995 32) 297 16 58.

შესაძლებელია თუ არა სკოლის ბავშვებისთვის ექსკურსიის მოწყობა წიგნის მუზეუმში?

წიგნის მუზეუმი ღიაა ყოველდღე, 10:30-18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. წინასწარ დაუკავშირდით იშვიათ გამოცემათა განყოფილებას ტელ.: 297 16 40

ბავშვების ნამუშევრების გამოფენის მოწყობა თუ შეიძლება თქვენთან?

გამარჯობა, შეგიძლიათ, თუ თავისუფალია დარბაზი. დაუკავშირდით ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილებას - 297 16 18.

შესაძლებელია თუ არა ბიბლიოთეკაში წიგნის ქსეროასლის გადაღება?

ეროვნული ბიბლიოთეკის  მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ბეჭდური მასალის ასლის გადაღებით, სკანერის აპარატით, რისთვისაც  უნდა მიმართოთ ბიბლიოთეკის დარბაზის თანამშრომელს.

ბიბლიოთეკაში შესასვლელი ბარათი დავკარგე სრულიად შემთხვევით და აღდგენა როგორაა შესაძლებელი? რა პროცედურებია საჭირო და რამდენ ხანში მოხერხდება?

გამარჯობა, დაკარგული ბილეთის აღსადგენად უნდა მიბრძანდეთ, მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში, დაწეროთ განცხადება და 10 დღეში მიიღებთ ახალ ბილეთს

შაბათ-კვირას მუშაობს ბიბლიოთეკა ?

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ღიაა 9:30-20:00 საათამდე და მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით,  გარდა  ქვეყანაში გამოცხადებლი საყოველთაო უქმე დღეებისა

მაინტერესებს რეგისტრაცია ფასიანია თუ არა და საკუთარი ლეპტოპის მოტანა შეიძლება თუ არა?

გამარჯობა, ეროვნულ  ბიბლიოთეკაში ყველანაირი მომსახურება უფასოა. ლეპტოპის შემოტანა დაშვებულია და სამკითხველო დარბაზებში შეგიძლიათ ისარგებლოთ  WIFI-ით.

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი გალერეა © 2020 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2020 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок