Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
ბიოგრაფიული ცნობარები
დამატების თარიღი: 2017-05-04 11:44:18

ბიოგრაფიული ცნობარები:

ბიოგრაფიული ლექსიკონი  – საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელი  - აერთიანებს საზოგადოების ყველა წევრს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე.

ქართველები უცხოეთში   - უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.

ქართველი სპორტსმენები   - ბიოგრაფიული ლექსიკონში წარმოდგენილია იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში.

საქართველოს ექიმები   - ბიოგრაფიული ლექსიკონი-ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე.

საქართველოს მეღვინეები  - საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ბიბლიონი  - ცნობარი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იმ თანამშრომელთა მონაცემთა ბაზას, რომლებიც მუშაობდნენ ბიბლიოთეკაში 1846 წლიდან დღემდე საბიბლიოთეკო განხრით (ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიბლიოთეკის ლოკალური ქსელიდან).

სოციალური ქსელი:
 
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service -ის მიერ
© 2014-2019 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок