Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2019 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება აწყობს როგორც ბიბლიოთეკის ინიციატივით ორგანიზებულ, ისე გარეშე პირებისა თუ ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე დაგეგმილ ღონისძიებებს.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება წიგნის პრეზენტაციები, გამოფენები, კონფერენციები, საიუბილეო საღამოები, საჯარო ლექციები, სამეცნიერო კონფერენციები, პოეზიის საღამოები, კინოჩვენებები და სხვა ტიპის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ეროვნულ ბიბლიოთეკას ღონისძიებების მოსაწყობად აქვს სამი დარბაზი: საგამოფენო, საკონფერენციო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია. ყველა მათგანი მდებარეობს ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის ქ. 7).

 

ბიბლიოთეკის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებში ღონისძიების ჩატარება შეუძლია ნებისმიერ კერძო პირს თუ ორგანიზაციას, რომელებმაც ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთა საბჭოს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთა საბჭო განიხილავს კონკრეტული ღონისძიების ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარების მიზანშეწონილობას და მის თანხვედრას ეროვნული ბიბლიოთეკის მიზნებსა და ამოცანებთან, იგი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.


ეროვნული ბიბლიოთეკისთვის პრიორიტეტულია კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებების გამართვა.  ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველა სახის მომსახურება უფასოა. 

 

ღონისძიების ჩატარების  მოთხოვნა:თუ გსურთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიების ჩატარება, წინასწარ  უნდა დაუკავშირდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, შეარჩიოთ დღე,  დარბაზი და დაწეროთ განცხადება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთა საბჭოს სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ორგანიზაციის დასახელებას (უნივერსიტეტი, ფონდი და ა.შ.), ღონისძიების  სათაურს, თემას, შერჩეულ დღეს, საათს, ღონისძიების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას და  საკონტაქტო ინფორმაციას.

განცხადება ბარდება  ეროვნული ბიბლიოთეკის კანცელარიის განყოფილებას.

 

საკონტაქტო ინფორმცია:
მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა N7, III კორპუსი
ტელ.: +(995 32) 297 16 18
ელ.ფოსტა:  gsabanadze@nplg.gov.ge  
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი © 2019 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2019 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок