Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ბიბლიოთეკის სიახლეები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2019 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ბიბლიოთეკის სიახლეები წიგნის ახალი გზა ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ სივრცეში 30/09/2019

30 სექტემბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში (გუდიაშვილის ქ. 5), რესტავრირებულ და განახლებულ სივრცეში, ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი გაიხსნა.

ცენტრში განთავსდა ბიბლიოთეკის დაკომპლექტების განყოფილება, კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილება, ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის განყოფილება, ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების,  ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება. ამით ასრულდა დიდი ხნის ნატვრა, რომ ბიბლიოთეკაში წიგნის შემოსვლისა და დამუშავების პროცესი ერთ დამოუკიდებელ სივრცეში განთავსებულიყო.

ჯერ კიდევ 1931 წელს, როდესაც ამ ისტორიულ შენობაში რეორგანიზებული საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა, ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გიორგი გეხტმანის, გეგმა იყო, რომ „წიგნის გზა" ერთ სივრცეში ყოფილიყო. მოთხოვნას საბჭოთა მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია. ამ საკითხზე გეხტმანსა და მაშინდელ განათლების მინისტრს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც კი მოხდა (გეხტმანი ითხოვდა, რომ წიგნთსაცავის და ე. წ. „წიგნის გზის" საბოლოო ორგანიზაციამდე ბიბლიოთეკა მკითხველთათვის არ გახსნილიყო), რის გამოც გეხტმანი ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შემდეგში, ბიბლიოთეკის არაერთხელ გაფართოების მიუხედავადაც, ვერ მოხერხდა ამ გეგმის განხორციელება. გეხტმანის აზრით, ბიბლიოთეკის დაკომპლექტებისა და წიგნის დამუშავების ცენტრი პირველი კორპუსის სწორედ ამ ცალკე ფლიგელში, ცალკე შემოსასვლელით უნდა განთავსებულიყო. ამით ერთმანეთისაგან გაიმიჯნებოდა მკითხველის მომსახურება და ფონდების დამუშავების პროცესი.

დღეისათვის შენობის ეს ნაწილი პირვანდელი სახითაა აღდგენილი და გეხტმანის გეგმაც განხორციელებულია. სიახლეა ის, რომ ფოიეს იატაკის მოზაიკა ტაო-კლარჯეთში (დღევანდელი თურქეთი) მდებარე იშხნის ტაძრის იატაკის ფრაგმენტების მიხედვითაა შესრულებული. ამდენად, ბიბლიოთეკის სტუმრებს, წიგნების გარდა, ჩვენი უძველესი ტაძრის იატაკის ასლიც შეუძლიათ ნახონ.

„ეს პირველი კორპუსის გაფორმების ლოგიკური დასრულებაა და ამ კორპუსის არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ-არქიტექტორ ჰენრიხ ჰრინევსკის ჩანაფიქრის ასრულებაც. ამ კორპუსის შუა საუკუნეების საქართველოს ეკლესია-მონასტრების მიხედვით  გაფორმება მათ ჯერ კიდევ 1912 წელს ჩაიფიქრეს. პირველი კორპუსის არქიტექტურაში XI საუკუნეში აგებული იშხნის მონასტრის არაერთი ელემენტია გამოყენებული," - აცხადებს საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.

ფოიეს კედლებზე გამოფენილია კორპუსის აშენებისათვის გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრები, მათ შორის კორპუსის თავდაპირველი პროექტიც. ასევე გამოფენილია იშხნის მონასტრის იატაკის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები. ეს მასალები გადმოგვცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა, ხელოვნებათმცოდნემ ირინე გივიაშვილმა, მკვლევარმა ნინო ბაგრატიონმა, ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, ფოტოხელოვანმა შალვა ლეჟავამ. პროექტის განხორციელება მოხდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რესტავრატორების: ნანა კუპრაშვილის, ნიკო ზაზუნიშვილის, ჯონი ახობაძის, ლევან ქერდიყოშვილის, იური დონაძის ხელშეწყობით. მათ გარეშე პროექტი სრულყოფილად ვერ განხორციელდებოდა.  იშხნის იატაკის იდენტური იატაკის შესრულება ეკუთვნის მხატვარ-მოზაიკოს მზია სვიანაძეს. კედლის გაფორმება აღადგინეს მხატვრებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა და ვალერი მიქავამ, კარ-ფანჯრის აღდგენა ეკუთვნის ბატონ ნოდარ ხატიაშვილს. სარესტავრაციო-სამღებრო სამუშაოები განხორციელდა შპს „პალიჯორჯიას" მიერ - ხელმძღვანელი ზაზა საღრიშვილი. 

 

 

 

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი © 2019 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2019 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок