Василиса▶ Я жду вашего обращения. Что Вы хотите узнать?
Логотип
NPLG - ბიბლიოთეკის სიახლეები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Toggle info navigation მოიძიეთ კატალოგში აღმოაჩინეთ ციფრულად შემოგვიერთდით დაგვიკავშირდით
geo Eng Toggle navigation რესურსები კატალოგები ფონდები და კოლექციები ციფრული ბიბლიოთეკა ელექტრონული ლექსიკონები ბიოგრაფიული ცნობარები ახალი ქართული წიგნები მომსახურება მკითხველთა რეგისტრაცია სამკითხველო დარბაზები საცნობარო–ბიბლიოგრაფიული მომსახურება ბშა ინტერნეტი და ინტრანეტი ISBN, ISMN, ISSN ხშირად დასმული კითხვები ღონისძიებების ჩატარება ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობა საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ბიბლიოთეკები - 2019 ეკვილიბრიუმი მეთოდური გამოცემები ინტერნეტ რესურსები ბიბლიოთეკის შესახებ ძირითადი ინფორმაცია საკანონმდებლო აქტები ბიბლიოთეკის სტრუქტურა ვაკანსია ბიბლიოთეკის ისტორია ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა საკონტაქტო ინფორმაცია ბიბლიოთეკის სიახლეები ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიხ ჰრინევსკის დარბაზი გაიხსნა 05/11/2018

5 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში პოლონელი მხატვრის, ჰენრიხ ჰრინევსკის (1869-1938), სახელობის ხელოვნებისა და პოლონური ლიტერატურის დარბაზი გაიხსნა. დარბაზი თავის დროზე ჰენრიხ ჰრინევსკიმ მოხატა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცეა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრა ჰენრიხ ჰრინევსკის ღვაწლზე, დარბაზის გახსნისა და პოლონურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.  

ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე მარეკ კუხცინსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ შინკოვსკი ველ სენკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, უცხოეთში პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ინსტიტუტ „პოლონიკას" დირექტორი დოროტა იანიშევსკა-იაკუბიაკი.

დარბაზის ჭერისა და კედლების უნიკალური მოხატულობა, რომელიც წლებია რესტავრაციას საჭიროებს, საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და პოლონეთის ხელისუფლების მხარდაჭერით აღდგა, დარბაზი მთლიანად განახლდა და მასში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ხელოვნების შესახებ ლიტერატურა, ასევე პოლონურენოვანი გამოცემები დაიდებს ბინას. მოეწყობა სამკითხველო, სადაც ნებისმიერ ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს ექნება მუშაობის შესაძლებლობა. 

 

ჩვენ შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკა სამომხმარებლო წესები კონტაქტი © 2019 nplg.gov.ge ყველა უფლება დაცულიაCreated By Proservice
© 2014-2019 ЯВИКС - все права защищены.
Наши контакты/Карта ссылок